ბილეთების სრული სია

1021 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1499 მოძრაობის სიჩქარე

რა ამოცანა აქვს მარცვლეულის გაწმენდას?

  1. 1 დაზიანებული მარცვლის მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება
  2. 2 ყველა გარეშე მინარევების მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება
  3. 3 ერთნაირი ზომისა და ფორმის მარცვლის მიღება
  4. 4 დაზიანებული მარცვლის მოცილება და ერთნაირი ზომის მარცვლის მიღება
კანონის ახსნა
მარცვლეულის გაწმენდის ამოცანაა ყველა გარეშე მინარევების მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება.
ბილეთი #1500 მოძრაობის სიჩქარე

რა მანქანები შედის მარცვლეულის საწმენდ პუნქტში?

  1. 1 საწმენდ-სახარისხებლები
  2. 2 კომბაინები
  3. 3 სალეწები
  4. 4 სამკალები
კანონის ახსნა
მარცვლეულის საწმენდ პუნქტში შედის საწმენდ-სახარისხებლები მანქანები.
ბილეთი #1501 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რა ჯგუფებად იყოფა სიმინდის ასაღები მანქანები?

  1. 1 კომბაინები, ტაროს საწმენდები, სალეწები, საშრობები
  2. 2 კომბაინები და ტაროს საწმენდები
  3. 3 კომბაინები და სალეწები
  4. 4 სამკალები და საწმენდ-სახარისხებლები
კანონის ახსნა
სიმინდის ასაღები მანქანებია შემდეგიჯგუფის: კომბაინები, ტაროს საწმენდები, სალეწები და საშრობები.
ბილეთი #1502 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

კომბაინით ჭარხლის აღების დროს ხდება შემდეგი ოპერაციები:

  1. 1 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება და ღვარეულებად დაყრა
  2. 2 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება, ფოჩების მოჭრა და ჭარხლის ძირხვენების შეგროვება ბუნკერში
  3. 3 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება და შეგროვება ბუნკერში
  4. 4 ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება და ღვარეულებად დაყრა
კანონის ახსნა
კომბაინით ჭარხლის აღების დროს ხდება შემდეგი ოპერაციები: ნიადაგიდან ჭარხლის ამოღება, მიწისგან გასუფთავება, ფოჩების მოჭრა და ჭარხლის ძირხვენების შეგროვება ბუნკერში.
ბილეთი #1503 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ძირხვენების ამოღების როგორ ხერხებს ანსხვავებენ?

  1. 1 ნაკადურს, გადატვირთვის, ნაკადურ-გადატვირთვის და ნახევრად ნაკადურს
  2. 2 ნაკადურს და ნახევრად ნაკადურს
  3. 3 ნაკადურ-გადატვირთვის
  4. 4 ნაკადურს და ნაკადურ-გადატვირთვის
კანონის ახსნა
ძირხვენების ამოღების ხერხებია ნაკადური, გადატვირთვის, ნაკადურ-გადატვირთვის და ნახევრად ნაკადური.
ბილეთი #1504 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

კარტოფილის აღების როგორი მეთოდები არსებობს?

  1. 1 ნაკადური
  2. 2 ორფაზა და კომბინირებული
  3. 3 ორფაზა, ნაკადური და კომბინირებული
  4. 4 კომბინირებული
კანონის ახსნა
კარტოფილის აღებისმეთოდები არსებობს: ორფაზა, ნაკადური და კომბინირებული.
ბილეთი #1505 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ჩაის ფოთლის საკრეფი როგორი მანქანები არსებობს?

  1. 1 თვითმავალი
  2. 2 ნახევრად მისაბმელი
  3. 3 ხელისა და მობილური
  4. 4 მისაბმელი
კანონის ახსნა
ჩაის ფოთლის საკრეფი მანქანები არსებობს ხელისა და მობილური.
ბილეთი #1506 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რა არის სასოფლო სამეურნეო აგრეგატი?

  1. 1 გუთანს + ფარცხი
  2. 2 ტრაქტორს + სასოფლო სამეურნეო მანქანა
  3. 3 გუთანს + ფარცხი + სათესი
  4. 4 ტრაქტორს + ტრაქტორი
კანონის ახსნა
სასოფლო სამეურნეო აგრეგატია ტრაქტორს + სასოფლო სამეურნეო მანქანა.
ბილეთი #1507 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

დაასახელეთ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული საშუალება:

  1. 1 ტრაქტორი, მოტობლოკი, თვითმავალი შასი
  2. 2 გუთანი, ფარცხი და სათესი
  3. 3 მისაბმელი
  4. 4 გუთანი
კანონის ახსნა
სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული საშუალებაა ტრაქტორი, მოტობლოკი და თვითმავალი შასი.
ბილეთი #1508 გაჩერება და დგომა

ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია:

  1. 1 შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება
  2. 2 შეწოვა, შეკუმშვა, უქმი სვლა და მუშა სვლა
  3. 3 შეწოვა, შეკუმშვა, უკუსვლა და გამოშვება
  4. 4 უქმი სვლა, შეწოვა, მუშა სვლა და გამოშვება
კანონის ახსნა
ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია: შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება.
ბილეთი #1509 გაჩერება და დგომა

ჩამოთვალეთ ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით:

  1. 1 ერთტაქტიანი, ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
  2. 2 ორტაქტიანი, სამტაქტიანი და ოთხტაქტიანი
  3. 3 ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
  4. 4 ერთტაქტიანი და ოთხტაქტიანი
კანონის ახსნა
ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით არის ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი.
ბილეთი #1510 გაჩერება და დგომა

რის მიხედვით კლასიფიცირდება სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები?

  1. 1 ძრავის, ტრანსმისიის, გადაცემის, გაგრილების, გამოყენებული საწვავის მიხედვით
  2. 2 დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის, წევითი ძალის მიხედვით
  3. 3 სავალი ნაწილის, გაბარიტული ზომების, განათების სისტემის, საკიდი სისტემის მიხედვით
კანონის ახსნა
სასოფლო სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის და წევითი ძალის მიხედვით.
ბილეთი #1511 გაჩერება და დგომა

დანიშნულების მიხედვით როგორ კლასიფიცირდება ავტომობილები?

  1. 1 ჩქაროსნული და ნელი სვლის
  2. 2 სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური
  3. 3 მძიმე და მსუბუქი
  4. 4 ჩქაროსნული, ნელი სვლის, მძიმე და მსუბუქი
კანონის ახსნა
დანიშნულების მიხედვით ავტომობილები კლასიფიცირდება სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური.
ბილეთი #1512 გაჩერება და დგომა

ჩამოთვალეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები:

  1. 1 თვითმავალი მისაბმელები, თივის გადამტანი მისაბმელები, ცხოველების გადამყვანი მისაბმელები
  2. 2 ერთღერძიანი მისაბმელები, ორღერძიანი მისაბმელები
  3. 3 სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები
კანონის ახსნა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელებია: სასფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები.
ბილეთი #1513 გაჩერება და დგომა

რა ნიშნების მიხედვით კლასიფიცირდება შიგაწვის ძრავები?

  1. 1 დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპის, გაგრილების სისტემის მიხედვით
  2. 2 დანიშნულების, საწვავის სახეობის, ცილინდრების მორიგეობის, კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშების დიამეტრის, დგუშების რიცხვის მიხედვით
  3. 3 კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშის სვლის, დგუშების რიცხვის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, სამუშაო პროცესის, სამუშაო ტაქტებისა და უქმი სვლების რიცხვების მიხედვით
კანონის ახსნა
შიგა წვის ძრავები კლასიფიცირდება დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპისა და გაგრილების სისტემის მიხედვით.
ბილეთი #1514 გაჩერება და დგომა

რა ნაწილებისგან შესდგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი?

  1. 1 ბარბაცა, ექსცენტრიული კბილანა, ლილვი, მქნევარა
  2. 2 დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლანა ლილვი
  3. 3 მუხლანა ლილვი, დგუშის რგოლები, ბარბაცა
კანონის ახსნა
მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი შესდგება დგუშის, დგუშის თითის, ბარბაცას და მუხლანა ლილვისაგან.
ბილეთი #1515 გზაჯვარედინის გავლა

რა სისტემებისგან შედგება ტრაქტორის ძრავა?

  1. 1 კვების სისტემა, ანთების სისტემა, შეზეთვის სისტემა, გაგრილების სისტემა, გაშვების სისტემა
  2. 2 მიწოდების სისტემა, მართვის სისტემა, დამუხრუჭების სისტემა, აჩქარების სისტემა, გადაცემის სისტემა
  3. 3 შერევის სისტემა, შეკუმშვის სისტემა, გაფართოების სისტემა, ანთების სისტემა
კანონის ახსნა
ტრაქტორის ძრავა შედგება კვების სისტემის, ანთების სისტემის, შეზეთვის სისტემის, გაგრილების სისტემისა და გაშვების სისტემისაგან.
ბილეთი #1516 გზაჯვარედინის გავლა

რა დანიშნულება აქვს ტრანსმისიას?

  1. 1 ძრავის მაბრუნ მომენტს გადასცემს წამყვანთვლებს
  2. 2 ცვლის ტრაქტორის სიჩქარეს
  3. 3 ანაწილებს მომენტებს წინა და უკანა თვლებზე
კანონის ახსნა
ტრანსმისიის დანიშნულებაა ძრავის მაბრუნ მომენტის გადასცეს წამყვანთვლებს.
ბილეთი #1517 გზაჯვარედინის გავლა

როგორი სახის ტრანსმისიები არსებობს?

  1. 1 საფეხურიანი, უსაფეხურო, კომბინირებული
  2. 2 ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი, მრავალსაფეხურიანი
  3. 3 მექანიკური, ჰიდრავლიკური, კომბინირებული
კანონის ახსნა
ტრანსმისიები არსებობს საფეხურიანი, უსაფეხურო, კომბინირებული.
ბილეთი #1518 გზაჯვარედინის გავლა

გადაცემათა კოლოფები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  1. 1 ნახევრადავტომატური, სინქრონული
  2. 2 ელექტრული და ავტომატური
  3. 3 მექანიკური, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური
კანონის ახსნა
გადაცემათა კოლოფები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: მექანიკური, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.