ბილეთების სრული სია

1021 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1559 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

რა სისქის ყრილის გასამკვრივებლად გამოიყენება სატკეპნი მანქანები?

  1. 1 0,4 – 2,0 მეტრი სისქის
  2. 2 0,8 – 1,5 მეტრი სისქის
  3. 3 0,1 – 1,0 მეტრი სისქის
კანონის ახსნა
სატკეპნი მანქანები გამოიყენება 0,8 – 1,5 მეტრი სისქის ყრილის გასამკვრივებლად.
ბილეთი #1560 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს:

  1. 1 ციცხვებიანი დანით
  2. 2 პასიური დანით
  3. 3 ციცხვებიანი როტორით
კანონის ახსნა
არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.
ბილეთი #1561 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ნაკერების დაჭრა მოპირკეთებულ ბეტონში წარმოებს:

  1. 1 არხის ფერდის მიმართულებით
  2. 2 არხის გრძივი მიმართულებით
  3. 3 არხის გრძივი და განივი მიმართულებით
კანონის ახსნა
ნაკერების დაჭრა მოპირკეთებულ ბეტონსი წარმოებს არხის გრძივი და განივი მიმართულებით.
ბილეთი #1562 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ღია არხის პერიმეტრზე მოპირკეთებულ ბეტონში ნაკერების დაჭრა წარმოებს:

  1. 1 გრძივი მიმართულებით - ანკერული დანით. განივი მიმართულებით - V-ს ფორმის დანი
  2. 2 გრძივი მიმართულებით - გილიოტინისებური დანით; განივი მიმართულებით - ანკერული დანით
კანონის ახსნა
ღია არხის პერიმეტრზე მოპირკეთებულ ბეტონში ნაკერების დაჭრა წარმოებს: - გრძივი მიმართულებით - ანკერული დანით. - განივიმიმართულებით - V-სფორმისდანით.
ბილეთი #1563 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:

  1. 1 ოვალური ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, გრუნტის მჭრელი, საკვეთელი
  2. 2 ბრტყელი სახნისი, ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, ფრთოვანები
  3. 3 სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი, საკვეთელი
კანონის ახსნა
გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი და საკვეთელი.
ბილეთი #1564 საგზაო მონიშვნა

შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია:

  1. 1 ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
  2. 2 კონუსური შნეკები, მრავალციცხვიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
  3. 3 ციცხვებიანი როტორი, ციცხვებიანი ჯაჭვი, ცილინდრული შნეკები, გამცლელი ტრანსპორტიორები
კანონის ახსნა
შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია: ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი და გამცლელი ტრანსპორტიორები.
ბილეთი #1565 საგზაო მონიშვნა

რას სწავლობს მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია?

  1. 1 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
  2. 2 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
  3. 3 სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს
  4. 4 მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მანქანების მუშაობის კანონზომიერებას
კანონის ახსნა
მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია სწავლობს საოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს.
ბილეთი #1566 საგზაო მონიშვნა

ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

  1. 1 მანქანათა სისტემას რომელიმე კულტურის მოსაყვანად
  2. 2 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
  3. 3 რომელიმე კულტურის წარმოების ბიზნეს-გეგმას
  4. 4 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
კანონის ახსნა
ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას.
ბილეთი #1567 საგზაო მონიშვნა

ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

  1. 1 სამუშაოს ჩატარების ფინანსურ მაჩვენებლებს
  2. 2 რომელიმე სამუშაოს შესრულების ბიზნეს-გეგმას
  3. 3 სამუშაოთა ჩამონათვალს მოცემული კულტურის წარმოებისთვის
  4. 4 რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას
კანონის ახსნა
ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას.
ბილეთი #1568 საგზაო მონიშვნა

რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ტრაქტორები კლასებად?

  1. 1 ნომინალური წევის ძალის მიხედვით
  2. 2 დანიშნულების მიხედვით
  3. 3 ტრანსმისიის მიხედვით
  4. 4 ძრავას მიხედვით
კანონის ახსნა
ტრაქტორები კლასებად იყოფა ნომინალური წევის ძალის მიხედვით.
ბილეთი #1569 საგზაო მონიშვნა

რა ფიზიკურ-მექანიკური თვისება ახასიათებს ნიადაგს?

  1. 1 წებოვნება
  2. 2 კულტურული
  3. 3 სიმკვრივე
კანონის ახსნა
ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებაა სიმკვრივე.
ბილეთი #1570 სამედიცინო დახმარება

რა ტექნოლოგიური თვისებები ახასიათებს ნიადაგს?

  1. 1 წებოვნება
  2. 2 ნიადაგის ტენიანობა
  3. 3 ფორიანობა
კანონის ახსნა
ნიადაგის ტექნოლოგიური თვისებაა წებოვნება.
ბილეთი #1571 სამედიცინო დახმარება

ხვნის სახეებია?

  1. 1 ყველა ჩამოთვლილი სახეები
  2. 2 მხოლოდ კულტურული
  3. 3 მხოლოდ ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით
  4. 4 მხოლოდ რომბული
კანონის ახსნა
ხვნის სახეებია:კულტურული, ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით და რომბული.
ბილეთი #1572 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:

  1. 1 მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
  3. 3 მხედველობის პირობებს
  4. 4 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
ბილეთი #1573 სამედიცინო დახმარება

რომელი მექანიზმია გამოყენებული დგუშიან შიგაწვის ძრავაში?

  1. 1 ჭიახრახნული მექანიზმი
  2. 2 კულისა მექანიზმი
  3. 3 პლანეტარული მექანიზმი
  4. 4 მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი
კანონის ახსნა
დგუშიან შიგაწვის ძრავაში გამოყენებულია მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი.
ბილეთი #1574 სამედიცინო დახმარება

სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება:

  1. 1 მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა, თვლიანი
  2. 2 საერთო დანიშნულების, უნივერსალური სათოხნი, სპეციალური
  3. 3 სამთო, ჭაობნარის, სამელიორაციო, საბაღბოსტნე
  4. 4 ჩარჩოიანი, ნახევრადჩარჩოიანი, უჩარჩო
კანონის ახსნა
სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება: მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა და თვლიანი.
ბილეთი #1575 სამედიცინო დახმარება

რომელ ძრავაში გამოიყენება ანთების ბატარეული სისტემა?

  1. 1 ჰიდრავლიკურ ძრავებში
  2. 2 ელექტრო ძრავებში
  3. 3 დიზელის ძრავებში
  4. 4 კარბურატორიან ძრავებში
კანონის ახსნა
ანთების ბატარეული სისტემა გამოიყენება კარბურატორიან ძრავებში.
ბილეთი #1576 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?

  1. 1 სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
  2. 2 აირგამანაწილებელი მექანიზმი
  3. 3 წყლის გაგრილების მექანიზმი
  4. 4 ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
კანონის ახსნა
შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.
ბილეთი #1577 მოძრაობის უსაფრთხოება

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

  1. 1 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
ბილეთი #1578 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი გადაცემა გამოიყენება მბრუნავ ლილვებს შორის თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს?

  1. 1 კბილანური გადაცემა
  2. 2 კარდანული გადაცემა
  3. 3 ჭიახრახნული გადაცემა
კანონის ახსნა
მბრუნავ ლილვებს შორის, თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს გამოიყენება კარდანული გადაცემა.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.