ბილეთების სრული სია

1021 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1708 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა გამოიწვევს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად):

  1. 1 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118²-ე მუხლის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა- გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1711 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის 1000 ლარის ოდენობითა, ხოლო ექსპლუატაციის განმაცორციელებელი პირის მიმართ სიტყვიერ გაფრთხილებას
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1712 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობითა და სიტყვიერ გაფრთხილებას
  2. 2 დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით
  3. 3 ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1211-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1713 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით -გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1714 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა გამოიწვევს:

  1. 1 ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 თვემდე ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1715 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
  2. 2 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1716 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
  2. 2 სიტყვიერ გაფრთხილებას
  3. 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1719 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  3. 3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1720 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
  2. 2 სიტყვიერ გაფრთხილებას
  3. 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1723 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
  3. 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1742 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

  1. 1 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
  3. 3 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1743 ეკო-მართვა

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

  1. 1 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
  2. 2 საქარე მინის მინასაწმენდები
  3. 3 ძრავის ჰაერის ფილტრი
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1744 ეკო-მართვა

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

  1. 1 ამცირებს საბურავების ცვეთას
  2. 2 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
  3. 3 ზრდის საწვავის მოხმარებას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1745 ეკო-მართვა

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

  1. 1 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
  2. 2 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
  3. 3 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1746 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

  1. 1 აბინძურებს გარემოს
  2. 2 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
  3. 3 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1747 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

  1. 1 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
  2. 2 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
  3. 3 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1748 ეკო-მართვა

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

  1. 1 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
  2. 2 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
  3. 3 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1749 ეკო-მართვა

როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

  1. 1 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
  2. 2 უნივერსალური საბურავების გამოყენებით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1750 ეკო-მართვა

სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?

  1. 1 საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
  2. 2 დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
  3. 3 გადამამუშავებელ ცენტრებში
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1751 ეკო-მართვა

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?

  1. 1 გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
  2. 2 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
  3. 3 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.