მოძრაობის უსაფრთხოება

92 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1449 მოძრაობის უსაფრთხოება

რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?

  1. 1 მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა
  2. 2 შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით
  3. 3 გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენება ზამთრის პერიოდში ამცირებს მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალსა და ბუქსაობის შესაძლებლობას.
ბილეთი #1576 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?

  1. 1 სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
  2. 2 აირგამანაწილებელი მექანიზმი
  3. 3 წყლის გაგრილების მექანიზმი
  4. 4 ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
კანონის ახსნა
შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.
ბილეთი #1577 მოძრაობის უსაფრთხოება

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

  1. 1 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
ბილეთი #1578 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი გადაცემა გამოიყენება მბრუნავ ლილვებს შორის თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს?

  1. 1 კბილანური გადაცემა
  2. 2 კარდანული გადაცემა
  3. 3 ჭიახრახნული გადაცემა
კანონის ახსნა
მბრუნავ ლილვებს შორის, თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს გამოიყენება კარდანული გადაცემა.
ბილეთი #1580 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?

  1. 1 აკუმლიატორიდან
  2. 2 გამანაწილებელიდან
  3. 3 საიდუნქციო კოჭიდან
  4. 4 გენერატორიდან
კანონის ახსნა
ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება აკუმლიატორიდან.
ბილეთი #1581 მოძრაობის უსაფრთხოება

რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?

  1. 1 საიდუნქციო კოჭიდან
  2. 2 გენერატორიდან
  3. 3 გამანაწილებელიდან
  4. 4 აკუმლიატორიდან
კანონის ახსნა
ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება გენერატორიდან.
ბილეთი #1591 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?

  1. 1 მხედველობის არე ფართოვდება
  2. 2 მხედველობის არე ვიწროვდება
  3. 3 მხედველობის არე არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.
ბილეთი #1608 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
  2. 2 მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
  3. 3 მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
  4. 4 მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
ბილეთი #1609 მოძრაობის უსაფრთხოება

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #1660 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

  1. 1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
  2. 2 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
  3. 3 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ბილეთი #1696 მოძრაობის უსაფრთხოება

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

  1. 1 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
  2. 2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
  3. 3 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
კანონის ახსნა
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
ბილეთი #1697 მოძრაობის უსაფრთხოება

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

  1. 1 ისე, როგორც რეალურადაა
  2. 2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  3. 3 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.