მოძრაობა ავტომაგისტრალზე

15 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ვის ეკრძალება შესვლა, უკუსვლა, გაჩერება და მოძრაობის განსაკუთრებული წესები.

ბილეთი #336 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #336 — სიტუაციის სურათი

სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:

  1. 1 მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
  2. 2 მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: 1. საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
ბილეთი #368 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #368 — სიტუაციის სურათი

გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ B მიმართულებით
  2. 2 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა იმოძრაოს ამ ზოლზე და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
ბილეთი #378 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #378 — სიტუაციის სურათი

წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
ბილეთი #379 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #379 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
ბილეთი #445 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?

  1. 1 ქვეითებს
  2. 2 მოპედის მძღოლებს
  3. 3 ავტომატარებლების მძღოლებს
  4. 4 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).
ბილეთი #452 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #452 — სიტუაციის სურათი

ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.
ბილეთი #456 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #456 — სიტუაციის სურათი

არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
ბილეთი #458 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #458 — სიტუაციის სურათი

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 ორივე ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 არცერთი ავტომობილის მძღოლს
  4. 4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადა აქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნებს თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.
ბილეთი #460 მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ბილეთი #460 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას. მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელში - 30 მეტრზე ნაკლები.
ბილეთი #1528 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები:

  1. 1 ა) აგროტექნოლოგიური; ბ) ენერგეტიკული; გ) მანევრული; დ) ტექნიკური; ე) ტექნიკო-ეკონომიური; ვ) აგრონომიკული
  2. 2 ა) მობილური; ბ) სტაციონარული; გ) კომპლექსური; დ) კომბინირებული
  3. 3 ა) უნივერსალური. ბ) მისაბმელი; გ) საკიდი, დ. ნახევრად საკიდი
  4. 4 ა) ერთგვაროვანი, ბ) მრავალმანქანიანი, გ) კომბინირებული დ) უნივერსალური
კანონის ახსნა
აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები: ა. აგროტექნოლოგიური; ბ. ენერგეტიკული; გ. მანევრული; დ. ტექნიკური; ე. ტექნიკო-ეკონომიური; ვ. აგრონომიკული.
ბილეთი #1529 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები:

  1. 1 ა) ორგანიზაციული; ბ) სამეურნეო; გ) კონსტრუქციული
  2. 2 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული; გ) საექსპლოატაციო
  3. 3 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული
  4. 4 ა) კონსტრუქციული; ბ) საექსპლოატაციო
კანონის ახსნა
ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები: ა. ბუნებრივ-კლიმატური; ბ. კონსტრუქციული; გ. საექსპლოატაციო;
ბილეთი #1530 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ:

  1. 1 საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე, ცილინდრების რაოდენობა
  2. 2 ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი
  3. 3 ცილინდრების განლაგება, საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე
  4. 4 ბრუნვის სიხშირე, ეფექტური სიმძლავრე, მაბრუვი მომენტი, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი
კანონის ახსნა
ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ: ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი და საწვავის ხვედრითი ხარჯი.
ბილეთი #1531 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს:

  1. 1 ა) მოძრაობის სიჩქარეს; ბ) მობრუნების რადიუსს; გ) გადაბრუნებისადმი მდგრადობას
  2. 2 ა) სატრანსპორტო სიჩქარეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას
  3. 3 ა) მოხვევის უნარს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას
  4. 4 ა) წევით სიმძლავრეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას
კანონის ახსნა
აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს: ა. მოხვევის უნარს; ბ. მოძრაობის მდგრადობას; გ. მართვადობას; დ. გამავლობას.
ბილეთი #1532 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია:

  1. 1 საქცევური და წრიული
  2. 2 საქცევური, დიაგონალური და წრიული
  3. 3 დიაგონალური და საქცევური
  4. 4 მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური
კანონის ახსნა
მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია: მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური.
ბილეთი #1533 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს:

  1. 1 მანქანის ძირითადი კვანძების მდგომარეობის დადგენას გარეგანი მონაცემების საფუძველზე
  2. 2 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ჩამოწერის შესახებ
  3. 3 მანქანის ტექნიკური მომსახურების შემდეგ მის შემოწმებას საკონტროლო გავლისას
  4. 4 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ
კანონის ახსნა
მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.