გაჩერება და დგომა

35 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

სად იკრძალება გაჩერება, სად — დგომა, და როგორ ვიქცევით იძულებით გაჩერებისას.

ბილეთი #292 გაჩერება და დგომა
ბილეთი #292 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.
ბილეთი #315 გაჩერება და დგომა

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:

  1. 1 სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
  2. 2 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.
ბილეთი #322 გაჩერება და დგომა
ბილეთი #322 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
ბილეთი #324 გაჩერება და დგომა
ბილეთი #324 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 ორივე ავტომობილის მძღოლი
  3. 3 არცერთი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
ბილეთი #326 გაჩერება და დგომა
ბილეთი #326 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 არცერთი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 ორივე ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
ბილეთი #329 გაჩერება და დგომა
ბილეთი #329 — სიტუაციის სურათი

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, თუ ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება¬დარ-თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
ბილეთი #342 გაჩერება და დგომა
ბილეთი #342 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს სატვირთო ავტომობილის მონიშნულ ადგილზე დაყენება?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
ბილეთი #343 გაჩერება და დგომა
ბილეთი #343 — სიტუაციის სურათი

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
ბილეთი #345 გაჩერება და დგომა
ბილეთი #345 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

  1. 1 არცერთი სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 მხოლოდ მოტოციკლი
  3. 3 ორივე სატრანსპორტო საშუალება
  4. 4 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.
ბილეთი #352 გაჩერება და დგომა
ბილეთი #352 — სიტუაციის სურათი

დაარღვეს თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან-სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია.
ბილეთი #358 გაჩერება და დგომა

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

  1. 1 მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
  2. 2 მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
  3. 3 მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა. ამავე პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტების თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე.
ბილეთი #372 გაჩერება და დგომა
ბილეთი #372 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. 3 ორივე ავტომობილის მძღოლი
  4. 4 არცერთი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
ბილეთი #487 გაჩერება და დგომა
ბილეთი #487 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
ბილეთი #495 გაჩერება და დგომა

აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.
ბილეთი #496 გაჩერება და დგომა

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.
ბილეთი #499 გაჩერება და დგომა

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

  1. 1 30 მეტრზე ახლოს
  2. 2 15 მეტრზე ახლოს
  3. 3 25 მეტრზე ახლოს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
ბილეთი #501 გაჩერება და დგომა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?

  1. 1 აკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
  2. 2 არ არის აკრძალული
  3. 3 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
ბილეთი #803 გაჩერება და დგომა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს
  3. 3 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #886 გაჩერება და დგომა

„გაჩერება“ ნიშნავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
ბილეთი #894 გაჩერება და დგომა

„დგომა“ ნიშნავს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.