მოძრაობის სიჩქარე

18 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

დასაშვები სიჩქარე დასახლებულ პუნქტში, გარეთ და ავტომაგისტრალზე.

ბილეთი #248 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #248 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

  1. 1 90 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 70 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 50 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #251 მოძრაობის სიჩქარე

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

  1. 1 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  2. 2 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
  4. 4 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბილეთი #380 მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 40 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 არა უმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში.
ბილეთი #446 მოძრაობის სიჩქარე

ავტომაგისტრალებზე, ასევე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე, უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე იკრძალება იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:

  1. 1 90 კმ/სთ-ს
  2. 2 40 კმ/სთ-ს
  3. 3 110 კმ/სთ-ს
  4. 4 60 კმ/სთ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).
ბილეთი #540 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #540 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?

  1. 1 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 80 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #898 მოძრაობის სიჩქარე

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
  2. 2 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
  3. 3 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
ბილეთი #936 მოძრაობის სიჩქარე

საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:

  1. 1 მხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
  2. 2 ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც
  3. 3 მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი” უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.
ბილეთი #972 მოძრაობის სიჩქარე

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ჩაირთოს:

  1. 1 ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  3. 3 შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.
ბილეთი #990 მოძრაობის სიჩქარე

დასაშვებია თუ არა სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე და მათი მისაბმელებზე, წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით ჩართული იქნას ახლო განათების, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები?

  1. 1 დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
ბილეთი #992 მოძრაობის სიჩქარე

იმ საჭაპნო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, სავალდებულოა დაყენდეს:

  1. 1 უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში - ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა
  2. 2 სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
  3. 3 წინ - ერთი თეთრი სინათლე და უკან - ერთი წითელი სინათლე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.
ბილეთი #996 მოძრაობის სიჩქარე

სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას ქვეითთა ჯგუფებმა, რომლებსაც ხელმძღვანელები მეთაურობენ ან სვლით მიდიან, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:

  1. 1 სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან
  2. 2 სულ მცირე ერთი წითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი ყვითელი სინათლე უკან
  3. 3 სულ მცირე ერთი თეთრი სელექციური სინათლე წინ და ერთი თეთრი სელექციური სინათლე უკან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ა) ქვეითთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელი მეთაურობს ან რომელიც სვლით მიდის, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და სულ მცირე ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან.
ბილეთი #1494 მოძრაობის სიჩქარე

რა სახისაა სათიბელას მჭრელი აპარატები?

  1. 1 კბილებიანი, უთითებო და როტაციული
  2. 2 თითებიან-სეგმენტებიანი, უთითებო და როტაციული
  3. 3 კბილებიანი და თითებიან-სეგმენტიანი
  4. 4 უთითებო და როტაციული
კანონის ახსნა
სათიბელას მჭრელი აპარატებია თითებიან-სეგმენტებიანი, უთითებო და როტაციული.
ბილეთი #1495 მოძრაობის სიჩქარე

რა დანიშნულება აქვს ფორცხებს?

  1. 1 ღვარეულიდან მოთიბული მასის აკრეფა და მინდორში ბულულების დადგმა
  2. 2 გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება
  3. 3 თივის ან ჩალის ღვარეულებიდან აკრეფა
კანონის ახსნა
ფორცხებს დანიშნულებაა გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება.
ბილეთი #1496 მოძრაობის სიჩქარე

რაში იყენებენ წნეხამკრეფებს?

  1. 1 თივის ან ჩალის ზვინების დასადგმელად
  2. 2 ღვარეულიდან მოთიბული მასის ასაკრეფად და მინდორში ბულულების დასადგმელად
  3. 3 გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოსაფორცხად
  4. 4 თივის ან ჩალის ღვარეულებიდან ასაკრეფად, დასაწნეხად და დაწნეხილი მასის შესაკვრელად
კანონის ახსნა
წნეხამკრეფებს იყენებენ თივის ან ჩალის ღვარეულებიდან ასაკრეფად, დასაწნეხად და დაწნეხილი მასის შესაკვრელად.
ბილეთი #1497 მოძრაობის სიჩქარე

რა ოპერაციებს მოიცავს თავთავიანი კულტურების აღების ტექნოლოგია?

  1. 1 ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და მარცვლიდან მინარევების მოცილება
  2. 2 ღეროების მოჭრა, გალეწვა, მარცვლის აწონვა, თივის ბულულების დადგმა
  3. 3 ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და აწონვა
  4. 4 ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება
კანონის ახსნა
თავთავიანი კულტურების აღების ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და მარცვლიდან მინარევების მოცილება.
ბილეთი #1498 მოძრაობის სიჩქარე

როგორი სახის სალეწი აპარატები გამოიყენება მარცვლეულის ამღებ კომბაინში?

  1. 1 თამასებიანი, კბილებიანი და როტორული
  2. 2 ჯაჭვებიანი, კბილებიანი და როტორული
  3. 3 ჯაჭვებიანი და დეზებიანი
  4. 4 თამასებიანი და ჯაჭვებიანი
კანონის ახსნა
მარცვლეულის ამღებ კომბაინში გამოიყენება ჯაჭვებიანი, კბილებიანი და როტორული სახის სალეწი აპარატები.
ბილეთი #1499 მოძრაობის სიჩქარე

რა ამოცანა აქვს მარცვლეულის გაწმენდას?

  1. 1 დაზიანებული მარცვლის მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება
  2. 2 ყველა გარეშე მინარევების მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება
  3. 3 ერთნაირი ზომისა და ფორმის მარცვლის მიღება
  4. 4 დაზიანებული მარცვლის მოცილება და ერთნაირი ზომის მარცვლის მიღება
კანონის ახსნა
მარცვლეულის გაწმენდის ამოცანაა ყველა გარეშე მინარევების მოცილება და ძირითადი კულტურების მარცვლის სუფთა სახით მიღება.
ბილეთი #1500 მოძრაობის სიჩქარე

რა მანქანები შედის მარცვლეულის საწმენდ პუნქტში?

  1. 1 საწმენდ-სახარისხებლები
  2. 2 კომბაინები
  3. 3 სალეწები
  4. 4 სამკალები
კანონის ახსნა
მარცვლეულის საწმენდ პუნქტში შედის საწმენდ-სახარისხებლები მანქანები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.