მოძრაობის უსაფრთხოება

92 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #31 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი, უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს.
ბილეთი #34 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი საქმიანობა იკრძალება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე:

  1. 1 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება
  4. 4 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა ��) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
ბილეთი #43 მოძრაობის უსაფრთხოება

საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:

  1. 1 მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
  2. 2 მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
  3. 3 მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
ბილეთი #56 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
ბილეთი #57 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:

  1. 1 აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა
  2. 2 მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
ბილეთი #58 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით ან დაყრით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზის გამო დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს ამ შეზღუდვის ან საფრთხის აცილებისათვის აუცილებელი ზომების მიღებას, მან უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით, ამასთან იგი ვალდებული არ არის აღნიშნული შეზღუდვის ან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები
  2. 2 უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დროული გაფრთხილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
ბილეთი #67 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
  2. 2 მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
  4. 4 მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
კანონის ახსნა
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
ბილეთი #122 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #220 მოძრაობის უსაფრთხოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:

  1. 1 მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
  2. 2 მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
  4. 4 მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.
ბილეთი #293 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?

  1. 1 მხოლოდ ხშირი მთქნარება
  2. 2 მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  4. 4 მხოლოდ რეაქციის გაუარესება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის დაღლილობაზე მიანიშნებს როგორც ქუთუთოების დამძიმება, ასევე ხშირი მთქნარება და რექციის გაუარესება.
ბილეთი #382 მოძრაობის უსაფრთხოება

გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:

  1. 1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს
  2. 2 მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს
  3. 3 როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
  4. 4 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
ბილეთი #582 მოძრაობის უსაფრთხოება

ეკრძალება თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვა სახით დაბინძურება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
  3. 3 ეკრძალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით საფრთხე ექმნება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება.
ბილეთი #801 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში
  3. 3 დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
ბილეთი #802 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 დაუშვებელია
  3. 3 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
ბილეთი #804 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?

  1. 1 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი
  2. 2 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას
  3. 3 არ არის ვალდებული
  4. 4 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..
ბილეთი #805 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზება, თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების უფლებები?

  1. 1 დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას.
ბილეთი #819 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?

  1. 1 ალკოჰოლის მიღება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
  3. 3 უძილობა
  4. 4 დაღლილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
ბილეთი #823 მოძრაობის უსაფრთხოება

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

  1. 1 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
  2. 2 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
  3. 3 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.
ბილეთი #827 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარნების გაუმართაობის დროს
  4. 4 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #828 მოძრაობის უსაფრთხოება

ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
  3. 3 საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
  4. 4 ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.