თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:
1მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან
2მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:
1მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
3ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის თანახმად: 1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
1ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
2არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
3არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ბ) დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
1შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
2დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
3გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
1ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
2საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
3საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?
1თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა
2თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
3თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას; ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამე¬დი¬ცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
1არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
2შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:
1მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად
2შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
1განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
2განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.
აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?
1არ აქვთ
2აქვთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:
1მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულების რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება
2საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის შესახებ
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენა.
თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:
1საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
2საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:
1დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
2დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
კანონის ახსნა
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:
1ნებისმიერი საქონელისათვის
2მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.
1საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
2საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:
1შინაგან საქმეთა სამინისტრო
2საგადასახადო ორგანო
3დეკლარანტი
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
2სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
3სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:
1გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 6 თვით გაზრდას
2გამოიწვევს მძღოლისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას
3გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, (შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის), სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში) - გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:
1დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
2დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
3დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.