imecadine.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 26 სექტემბერი, 2026

რა მონაცემებს ვაგროვებთ

რეგისტრაციისას — ელფოსტა, სახელი და (სურვილისამებრ) ტელეფონის ნომერი. სწავლის პროცესში — შენი პასუხები, ტესტების შედეგები და პროგრესი, რათა შეგინახოთ სტატისტიკა და შეცდომების სია. საიტსა და აპში ასევე ვინახავთ, რომელ გვერდებსა და ეკრანებს ხსნი და რამდენ ხანს, რომელი გვერდიდან დაიწყე ვიზიტი და რომელი საიტიდან მოხვედი, მოწყობილობის ტიპს, აპში შესვლისას კი — IP-მისამართსა და მოწყობილობას; ანგარიშის გარეშე შემოსულ ვიზიტს ვითვლით IP-მისამართისა და ბრაუზერის ყოველდღე ცვალებადი ჰეშით (თავად IP-მისამართი და ბრაუზერი არ ინახება), ასეთ ჩანაწერებს 90 დღეში ვშლით, ანგარიშზე მიბმულს — 180 დღეში.

ლოკაცია

მარშრუტის GPS რეჟიმში ბრაუზერი ითხოვს ლოკაციაზე წვდომას. ლოკაცია მუშავდება შენს მოწყობილობაზე — იმისთვის, რომ სისტემამ იცოდეს, მარშრუტის რომელ მონაკვეთზე ხარ. შენს კოორდინატებს და გავლილ გზის ტრაექტორიას სერვერზე არ ვინახავთ. მარშრუტის გავლისას ანგარიშზე ინახება შემაჯამებელი ჩანაწერი: რომელი მარშრუტი და რეჟიმი (სავარჯიშო ანიმაცია ან GPS) ჩართე, რომელ მოწყობილობიდან, როდის და რამდენ ხანს მუშაობდა, და რამდენი მეტრი გაიარე მარშრუტის გასწვრივ. GPS-ის დროს ასევე ინახება, რამდენ ხანს იყავი მარშრუტიდან 40 მეტრის რადიუსში, და ლოკაცია დაუშვე, აკრძალე, თუ სიგნალი არ მოვიდა. ანუ ჩანაწერიდან ჩანს, როდის და რამდენი გაიარე მარშრუტი GPS-ით — მარშრუტის ზუსტ წერტილები, სადაც იმყოფოდი, არ ინახება. ისევე, როგორც საიტის სხვა გვერდებზე, მარშრუტის გვერდის გახსნაც ჟურნალდება IP-მისამართითა და მოწყობილობის ნიშნულით. ამ მონაცემებს ვიყენებთ, რომ სწავლის პროგრესი გაჩვენოთ, ფასიანი ანგარიში ერთ მოწყობილობაზე დავიცვოთ და სერვისი გავაუმჯობესოთ; მესამე მხარეს არ ვუზიარებთ.

გადახდები

ბარათის მონაცემები მუშავდება ლიცენზირებული გადახდის პროვაიდერის მხარეს. ჩვენს სერვერზე ბარათის ნომერი არ ინახება — ვინახავთ მხოლოდ შეკვეთის სტატუსსა და თანხას.

ქუქიები

ვიყენებთ ოთხი სახის ქუქის: სესიის ქუქის — რომ ყოველ გვერდზე ხელახლა არ შეხვიდე; მოწყობილობის ნიშნულს — რომ ფასიანი ანგარიში ერთ აქტიურ მოწყობილობაზე დავიცვოთ; ვიზიტის ნიშნულს — ანგარიშით შესულისთვის, რომ ვიცოდეთ, რომელ გვერდზე ხარ ახლა (ხელმოწერილია და 6 საათში იწურება); და Google Analytics-ის ქუქიებს — საიტის ნახვების სტატისტიკისთვის.

მონაცემების გაზიარება

პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაზიარებთ სარეკლამო მიზნით. გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან სერვისის ტექნიკური მიმწოდებლებისთვის (ჰოსტინგი, გადახდა, SMS, ნახვების ანალიტიკა — Google Analytics) — მკაცრად საჭირო მოცულობით.

შენახვის ვადა

მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში. ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას ვშლით პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმისა, რაც საბუღალტრო მიზნით კანონით უნდა შევინახოთ.

შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი, შესწორება ან წაშლა — მოგვწერე info@imecadine.ge.

Напишите нам