ბილეთების სრული სია

864 ოფიციალური ბილეთი — A, A1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #656 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #656 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:

  1. 1 გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა
  2. 2 გზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება, უპირატესობა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით
  3. 3 გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
ბილეთი #657 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #657 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
ბილეთი #658 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #658 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
ბილეთი #659 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #659 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

  1. 1 მხოლოდ II და III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 ყველა
  4. 4 არცერთი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
ბილეთი #660 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #660 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.
ბილეთი #661 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #661 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს
  2. 2 უკრძლავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას
  3. 3 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.
ბილეთი #663 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #663 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით
  2. 2 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს
  3. 3 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.4 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ).
ბილეთი #666 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #666 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” - ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
ბილეთი #668 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #668 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ I და III
  3. 3 არცერთის
  4. 4 ყველას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
ბილეთი #670 პრიორიტეტის ნიშნები
ბილეთი #670 — სიტუაციის სურათი

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:

  1. 1 300-400 მეტრის მანძილზე
  2. 2 100-150 მეტრის მანძილზე
  3. 3 150-300 მეტრის მანძილზე
  4. 4 50-100 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.
ბილეთი #672 სასწავლო სვლა
ბილეთი #672 — სიტუაციის სურათი

ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
ბილეთი #674 სასწავლო სვლა
ბილეთი #674 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #676 სასწავლო სვლა
ბილეთი #676 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #678 სასწავლო სვლა
ბილეთი #678 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  3. 3 აღნიშნავს მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის განკუთვნილ გზას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბილეთი #680 სასწავლო სვლა
ბილეთი #680 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ყველა სახის ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 მხოლოდ უეტლო მოტოციკლით მოძრაობას
  3. 3 ყველა სახის მოტოციკლით და მოპედით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას ��მავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
ბილეთი #682 სასწავლო სვლა
ბილეთი #682 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
  2. 2 აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია ტრაქტორით მოძრაობისათვის
  3. 3 კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას.
ბილეთი #684 სასწავლო სვლა
ბილეთი #684 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ყველა სახის უძრავო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას
  2. 2 აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებით მოძრაობისათვის
  3. 3 კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბილეთი #686 სასწავლო სვლა
ბილეთი #686 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საჭაპანე ტრანსპორტით, სასაპალნე და საჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე - პირუტყვის გადარეკვას?

  1. 1 მხოლოდ I და IV
  2. 2 მხოლოდ II და III
  3. 3 მხოლოდ III
  4. 4 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.8 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.8 „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია” - კრძა¬ლავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას.
ბილეთი #688 სასწავლო სვლა
ბილეთი #688 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.9 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.
ბილეთი #690 სასწავლო სვლა
ბილეთი #690 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ქვეითთა მოძრაობას?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.9 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.