ბილეთების სრული სია

864 ოფიციალური ბილეთი — A, A1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #691 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #691 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 აღნიშნავს საცხოვრებელი ზონის დასასრულს
  2. 2 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას
  3. 3 აფრთხილებს გზაზე ბავშვების გამოჩენის შესაძლებლობის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”. - კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ბილეთი #707 ბუქსირება
ბილეთი #707 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას
  2. 2 საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.
ბილეთი #709 სასწავლო სვლა
ბილეთი #709 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
  2. 2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
  3. 3 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.
ბილეთი #711 ბუქსირება
ბილეთი #711 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ავტომობილებით შემდგომ მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
  2. 2 საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.
ბილეთი #713 სასწავლო სვლა
ბილეთი #713 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
  2. 2 ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ
  3. 3 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას.
ბილეთი #715 ბუქსირება
ბილეთი #715 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
  2. 2 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
  3. 3 ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.
ბილეთი #717 სასწავლო სვლა
ბილეთი #717 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
  2. 2 კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
  3. 3 ავალდებულებს მძღოლს, იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
ბილეთი #719 სასწავლო სვლა
ბილეთი #719 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

  1. 1 ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად მისი სიჩქარისა
  2. 2 კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)
  3. 3 მსუბუქი ავტომობილისაგან განსხვავებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
ბილეთი #721 მაფრთხილებელი ნიშნები

ქვეითმა, რომლიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით და სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე:

  1. 1 როგორც ტროტუარზე, ასევე ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
  2. 2 მხოლოდ ტროტუარზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
  3. 3 მხოლოდ ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით ან ქვეითთად მოძრავ ადამიანებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს.
ბილეთი #723 ბუქსირება
ბილეთი #723 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით
  2. 2 მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე
  3. 3 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ).
ბილეთი #725 სასწავლო სვლა
ბილეთი #725 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
  2. 2 აღნიშნავს გზის მინაკვეთს, რომელზედაც აკრძალულია მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობა
  3. 3 მიუთითებს ხმოვანი სიგნალის მიცემის ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
ბილეთი #727 სასწავლო სვლა
ბილეთი #727 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის (გასწრება აკრძალულია) მოქმედების ზონის დასასრულს
  2. 2 კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
  3. 3 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.21 „გასწრების აკრძალვის დასასრული” - აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.20-ის („გასწრება აკრძალულია”) მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #730 სასწავლო სვლა
ბილეთი #730 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.24-ის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”) მოქმედების ზონის დასასრულს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.25 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი3.25. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული” - აღნიშნავს 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #733 სასწავლო სვლა
ბილეთი #733 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, მაგრამ არ კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას
  3. 3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას.
ბილეთი #734 სასწავლო სვლა
ბილეთი #734 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით დგომას?

  1. 1 მხოლოდ II
  2. 2 მხოლოდ IV
  3. 3 მხოლოდ I და III
  4. 4 მხოლოდ I და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.
ბილეთი #736 სასწავლო სვლა
ბილეთი #736 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის კენტ რიცხვებში?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში.
ბილეთი #739 ბუქსირება
ბილეთი #739 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი:

  1. 1 მიუთითებს სავალ ნაწილზე ორმაგი ღერძულა ხაზის არარსებობის შესახებ
  2. 2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის კენტ რიცხვებში
  3. 3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას თვის ლუწ რიცხვებში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში.
ბილეთი #744 სასწავლო სვლა
ბილეთი #744 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I
  2. 2 მხოლოდ II
  3. 3 მხოლოდ III
  4. 4 სამივე საგზაო ნიშნის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”.
ბილეთი #747 სასწავლო სვლა
ბილეთი #747 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ II და III
  4. 4 მხოლოდ III და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 1.33 „ხერგილი“.
ბილეთი #749 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #749 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ II და IV
  3. 3 მხოლოდ II და III
  4. 4 მხოლოდ I და IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.