ბილეთების სრული სია

864 ოფიციალური ბილეთი — A, A1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1315 მოძრაობის უსაფრთხოება

დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:

  1. 1 შეწყვიტოს დამუხრუჭება
  2. 2 გამორთოს გადაბმულობა
  3. 3 გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად
კანონის ახსნა
დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა შეწყვიტოს დამუხრუჭება.
ბილეთი #1316 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:

  1. 1 მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა
  2. 2 მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა
  3. 3 როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: 6. დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა. 7. დაუშვებელია დისკებზე ბზარების არსებობა.
ბილეთი #1317 რკინიგზის გადასასვლელი

მოტოციკლებისა და მოპედების ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ საბურავის პროტექტორის დარჩენილი სიმაღლე:

  1. 1 0,8 მმ-ზე ნაკლებია
  2. 2 0,8 მმ-ზე მეტია, მაგრამ 1,6 მმ-ზე ნაკლებია
  3. 3 1,6 მმ-ზე მეტია, მაგრამ 2 მმ-ზე ნაკლებია
კანონის ახსნა
აკრძალულია მოტოციკლებისა და მოპედების ექსპლუატაცია. თუ საბურავის პროტექტორის დარჩენილი სიმაღლე 0,8 მმ-ზე ნაკლებია.
ბილეთი #1321 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს?

  1. 1 არ არის აკრძალული
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს.
ბილეთი #1326 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:

  1. 1 ავტომობილის მოხვევის რადიუსი
  2. 2 ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
  3. 3 ავტომობილის დინამიკური დერეფანი
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
ბილეთი #1328 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა
  2. 2 მხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება
  3. 3 მხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-9 და მე-17 პუნქტების თანახმად: 9. სამუხრუჭო სისტემების სასიგნალო და საკონტროლო სისტემა, პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრები, სადგომი სამუხრუჭო სისტემის მართვის ორგანოს ფიქსაციის მოწყობილობა უნდა იყოს გამართული. 17. დაუშვებელია სამუხრუჭო სარქველების (სარედუქციო სარქველები და რეგულატორები) დაზიანება, ჰაერის ზედმეტი გადინება, კომპრესორიდან ზედმეტი ზეთის გადინება, არასაიმედო მონტაჟი, ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.
ბილეთი #1329 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, იწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 30 დღემდე ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1330 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?

  1. 1 არ არის აკრძალული
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია წარმოებიდან მოხსნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებეებზე სხვა მარკისა და მოდელების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება. გარე მაშუქი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, განთავსება და მუშაობის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
ბილეთი #1332 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?

  1. 1 მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას
  4. 4 მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-18 და 21-ე პუნქტების თანახმად: 18. დაუშვებელია ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის ჟონვა. 21. აირბალონიანი ასს-ების კვების სისტემა უნდა იყოს ჰერმეტული. დაუშვებელია აირბალონიან ასს-ზე ისეთი ბალონების გამოყენება, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა. ამავე რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისიტემის ელემენტების შეერთებებში, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ ასს-ებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით.
ბილეთი #1333 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
  2. 2 ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე აღარ შეიძლება გამოვიდეს ცალკეული საქონელი
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე შეიძლება გამოვიდეს ერთეული ცხოველები.
ბილეთი #1334 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:

  1. 1 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
  2. 2 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
  4. 4 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
კანონის ახსნა
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
ბილეთი #1335 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
  2. 2 მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
  3. 3 მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
  4. 4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.
ბილეთი #1336 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს კომპლექტაციის შემდეგი ელემენტებით: ზ) უკანა ხედვის სარკეებით.
ბილეთი #1337 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქარე მინის ზედა ნაწილში გამჭვირვალე ფერადი აფსკის დამაგრება სიგანით არა უმეტეს 140 მმ, ხოლო კატეგორიების ასს-ზე – სიგანით, რომელიც არ აჭარბებს საქარე მინის ზედა ნაწილსა და მისი მინასაწმენდით გაწმენდის ზედა ზონის ზღვარს შორის მანძილს. დაუშვებელია საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.
ბილეთი #1340 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
  2. 2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
კანონის ახსნა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
ბილეთი #1341 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:

  1. 1 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
  2. 2 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
  3. 3 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
ბილეთი #1344 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:

  1. 1 მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #1346 ადმინისტრაციული კანონი

თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
ბილეთი #1347 ადმინისტრაციული კანონი

თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:

  1. 1 საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
  2. 2 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.
ბილეთი #1349 ადმინისტრაციული კანონი

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:

  1. 1 დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
  2. 2 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
კანონის ახსნა
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.