მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
2მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
3შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ. მოტოჩაფხუტზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში მოტოციკლეტის მძღოლმა უნდა შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი (ბზარებიანი მოტოჩაფხუტი) ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას.
გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
2გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
კანონის ახსნა
გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან:
1დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე
2წინა მუხრუჭი მოქმედებაში მოგვყავს ხელით
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია
4მოტოციკლის წინა საბურავი უკანაზე ვიწროა
კანონის ახსნა
მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან მოტოციკლის დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე.
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
2მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
3მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება
კანონის ახსნა
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოტოციკლის მართვადობის გაუარესება.
შესაძლებელია თუ არა, ავტომატარებლის მოძრაობისაგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას?
1შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან
2შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანმხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას
3შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
კანონის ახსნა
ავტომატარებლის მოძრაობისგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ შესაძლებელია დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას როგორც იმ შემთხვევაში, თუ ავტომატერებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან, ასევე თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას.