საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:
1სიტყვიერ გაფრთხილებას
2დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
3დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, იწვევს:
1ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით
2დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
3დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:
1დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
2დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
3დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:
1სიტყვიერ გაფრთხილებას
2დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
3დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს:
1დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
2სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 15 დღემდე ვადით
3დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6²ნაწილის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:
1დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით
2სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
3დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1731გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
2შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას
3ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ. მოტოჩაფხუტზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში მოტოციკლეტის მძღოლმა უნდა შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი (ბზარებიანი მოტოჩაფხუტი) ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას.
ბილეთი #1732გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
2გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
კანონის ახსნა
გზაზე მყოფი ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგამ ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით.
ბილეთი #1733გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
2შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
3შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოტოციკლით მოძრაობა
კანონის ახსნა
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძროლმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს.
ბილეთი #1734გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია
2მოტოციკლის წინა საბურავი უკანაზე ვიწროა
3დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე
4წინა მუხრუჭი მოქმედებაში მოგვყავს ხელით
კანონის ახსნა
მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან მოტოციკლის დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე.
ბილეთი #1735გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
2მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება
3მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
კანონის ახსნა
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოტოციკლის მართვადობის გაუარესება.
ბილეთი #1736გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
შესაძლებელია თუ არა, ავტომატარებლის მოძრაობისაგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას?
1შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანმხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას
2შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
3შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან
კანონის ახსნა
ავტომატარებლის მოძრაობისგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ შესაძლებელია დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას როგორც იმ შემთხვევაში, თუ ავტომატერებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან, ასევე თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას.