საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს:
- 1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
- 2 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 15 დღემდე ვადით
- 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6²ნაწილის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.