ბილეთების სრული სია

864 ოფიციალური ბილეთი — A, A1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #530 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

გარდა შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ხელით მისცენ მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები, მოტოციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ:

  1. 1 საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ
  2. 2 საჭე ორივე ხელით არ უჭირავთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის მძღოლის მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას ორივე ხელით უნდა ეჭიროს საჭე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელია, ხელით მისცეს ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები.
ბილეთი #531 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა უეტლო მოტოციკლით მისაბმელის ბუქსირება?

  1. 1 დასაშვებია, მხოლოდ იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის
  2. 2 არ არის დაშვებული
  3. 3 დასაშვებია, ყველა იმ მისაბმელის ბუქსირება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
ბილეთი #532 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სავალდებულოა თუ არა მოტოციკლის მძღოლებისთვის და მათი მგზავრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის გამოყენება?

  1. 1 სავალდებულოა
  2. 2 არ არის სავალდებულო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.
ბილეთი #534 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:

  1. 1 მძღოლებს
  2. 2 ქვეითებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბილეთი #537 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
ბილეთი #538 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #543 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:

  1. 1 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
  2. 2 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  3. 3 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
კანონის ახსნა
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა, ერთი ჩასუნთქვა ყოველ 6 წამში, მანამ ვიდრე არ აღუდგება სპონტანური სუნთქვა.
ბილეთი #544 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #544 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
  3. 3 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  4. 4 მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბილეთი #553 ბუქსირება
ბილეთი #553 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?

  1. 1 არა ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
ბილეთი #555 ბუქსირება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს:

  1. 1 მხოლოდ ხისტი გადაბმით
  2. 2 როგორც ხისტი, ასევე მოქნილი გადაბმით და ნაწილობრივი დატვირთვით
  3. 3 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
  4. 4 მხოლოდ მოქნილი გადაბმით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბილეთი #556 ბუქსირება

სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?

  1. 1 არ არი სავალდებულო
  2. 2 სავალდებულოა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
ბილეთი #561 ბუქსირება

ხისტი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს:

  1. 1 5 მეტრს
  2. 2 6 მეტრს
  3. 3 4 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
ბილეთი #562 ბუქსირება

აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:

  1. 1 საავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
  2. 2 საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია
  3. 3 კვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მექანიზმი გაუმართავია.
ბილეთი #564 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბილეთი #566 ბუქსირება

ბუქსირება დასაშვებია:

  1. 1 მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
  2. 2 მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
ბილეთი #568 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:

  1. 1 საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 ახლო განათების ფარები
  3. 3 საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
ბილეთი #569 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:

  1. 1 საავარიო გაჩერების ნიშანი
  2. 2 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
  3. 3 სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
ბილეთი #570 ბუქსირება

სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?

  1. 1 ოთხი
  2. 2 ორი
  3. 3 სამი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
ბილეთი #571 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?

  1. 1 არ არის ნებადართული
  2. 2 ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
  3. 3 ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.
ბილეთი #573 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:

  1. 1 სატვირთო მოტოციკლის ძარით
  2. 2 ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
  3. 3 მობუქსირე ავტობუსით
  4. 4 სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი¬ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.