გზიდან მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს იმ ველოსიპედისტს და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს, რომლებსაც გზას უჭრის?
- 1 ვალდებულია
- 2 ვალდებულია გზა დაუთმოს მხოლოდ ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს
- 3 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.