მეხრეს ეკრძალება:
- 1 მხოლოდ სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
- 2 მხოლოდ პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება
- 3 როგორც პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება, ასევე სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მეხრეს ეკრძალება: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე.