ბილეთი #199

ბილეთი #199 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #199 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს
  2. 2 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  3. 3 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან; ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.