ბილეთი #825გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
აქვს თუ არა უფლება მოტოციკლის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ერთი თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს?
1აქვს უფლება ნებისმიერ შემთხვევაში
2აქვს უფლება მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში
3არა აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
ივარჯიშე ამ თემაზე
გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.