ბილეთი #846

ბილეთი #846 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

დასაშვებია თუ არა მსვლელობით მიმავალ ქვეითთა ჯგუფის სავალ ნაწილზე გადაადგილება?

  1. 1 დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა
  3. 3 დასაშვებია, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ორი კაცისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. ქვეითთა ჯგუფებს, რომლებიც ორგანიზებულად გადაადგილდებიან ან მსვლელობით მიდიან, შეუძლიათ იარონ გზის სავალ ნაწილზე; ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მათი მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არაუმეტეს ოთხი კაცისა. ქვეითთა ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცი¬ლებ¬ლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარნებით (წინ – თეთრით, უკან – წითლით).

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.