„მოძრაობის ზოლი“ არის:
- 1 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე
- 2 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს
- 3 მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, „მოძრაობის ზოლი“ - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.