სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
- 1 ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
- 2 გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
- 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია
- 4 გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.