თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
- 1 გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
- 2 დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
- 3 ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
კანონის ახსნა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.