ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?
- 1 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას
- 2 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი
- 3 არ არის ვალდებული
- 4 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..