Tam soru listesi

921 resmî soru — B, B1 kategorisi, doğru cevap ve kanun açıklamasıyla.

Soru #1752 ეკო-მართვა

როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?

  1. 1 მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
  2. 2 მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1753 ეკო-მართვა

თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?

  1. 1 ძრავის გათიშვით
  2. 2 ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1754 ეკო-მართვა

ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?

  1. 1 დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
  2. 2 გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1755 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?

  1. 1 ძარის აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების დაყენებას
  2. 2 საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას
  3. 3 ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით მოძრაობას
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1756 ეკო-მართვა

როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?

  1. 1 გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
  2. 2 გადაცემათა კოლოფის გადაცემა შევცვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღწეული იქნება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1757 ეკო-მართვა

რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს უზრუნველვყოთ გამონაბოლქვის შემცირება და საწვავის დაზოგვა?

  1. 1 საწვავის ავზი უნდა იყოს სრულად შევსებული
  2. 2 ძრავი უნდა იყოს სუფთა, რისთვისაც იგი ხშირად უნდა გავრეცხოთ
  3. 3 ძრავი უნდა იყოს გამართული
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1758 ეკო-მართვა

რა შემთხვევაში ხორციელდება საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება?

  1. 1 დაღმართზე მოძრაობის დროს მაღალი გადაცემის გამოყენებისას
  2. 2 შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში, აქსელერატორის სატერფულზე პერიოდული დაწოლისას
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1759 ეკო-მართვა

რა მიუთითებს ბენზინის გაზრდილ ხარჯზე?

  1. 1 მაყუჩიდან კონდენსირებული წყლის ორთქლის გამოყოფა
  2. 2 შავი ფერის გამონაბოლქვი
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1760 ეკო-მართვა

მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?

  1. 1 გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა
  2. 2 მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1761 ეკო-მართვა

როგორ უნდა ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება გარემოს დაცვის მიზნით?

  1. 1 როდესაც შუქნიშანი გადავა მწვანე ფერის რეჟიმზე, სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად ავაჩქაროთ
  2. 2 შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაჩერებისას პერიოდულად დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს
  3. 3 შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით და შუქნიშანთან დავამუხრუჭოთ დროულად
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1762 ეკო-მართვა

ქალაქში, პიკის საათში მოძრაობისას რატომ იზრდება საწვავის მოხმარება დროის სხვა მონაკვეთთან მოძრაობასთან შედარებით?

  1. 1 იმიტომ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა უფრო ხშირად გვიწევს მაღალ გადაცემებზე
  2. 2 იმიტომ, რომ სატრანსპოროტ საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას მივმართავთ უფრო ხშირად
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1763 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ ნაკლები საწვავით მეტი მანძილის გავლას?

  1. 1 გავზრდით აჩქარებას, რომ ყველაზე მაღალ გადაცემას მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად
  2. 2 წინასწარ დავგეგმავთ მოძრაობას , რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი დამუხრუჭება ან აჩქარება
  3. 3 გადაცემათა გადართვისას ყველა გადაცემაზე მივაღწევთ ძრავის მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვს
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1764 ეკო-მართვა

რისი დახმარებით მიიღწევა საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების შეძენისას დიდი სიმძლავრის სატრანსპორტო საშუალებისთვის უპირატესობის მინიჭებით
  2. 2 უწყვეტ ნაკადში მოძრაობის დროს იძულებითი გაჩერებებისას სატრანსპორტო საშუალების მაღალი გადაცემებით დაძვრით
  3. 3 შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით სარგებლობით ან ქვეითად მოძრაობით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1765 ეკო-მართვა

გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ:

  1. 1 მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე
  3. 3 მოძრაობა ქალაქის გარეუბნებში
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1766 ეკო-მართვა

როგორ მივაღწევთ საწვავის ეფექტურ ხარჯვას და გამონაბოლქვის შემცირებას?

  1. 1 საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შენარჩუნებით
  2. 2 დაბალ გადაცემაზე დაბალი სიჩქარით მოძრაობით
  3. 3 თითოეულ გადაცემაზე მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1767 ეკო-მართვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?

  1. 1 დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა
  2. 2 დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ მაღალ გადაცემაზე
  3. 3 დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ დაბალ გადაცემაზე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1768 ეკო-მართვა

რა უპირატესობა აქვს დაბალი სიბლანტის მქონე ძრავის ზეთების გამოყენებას?

  1. 1 შესაძლებელია მათი განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად
  2. 2 ზეთის სავალდებულო გამოცვლამდე იზრდება სატრანსპორტო საშუალების გარბენი
  3. 3 მცირდება მოხმარებული საწვავის რაოდენობა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1769 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით
  2. 2 მთელი წლის განმავლობაში ზამთრის საბურავებით მოძრაობით
  3. 3 სალონში განთავსებული ელექტრომოწყობილობების ჩართვით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1770 ეკო-მართვა

როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?

  1. 1 მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმოძრაოთ ზამთრის საბურავებით
  2. 2 საბურავებში მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჰაერის წნევა
  3. 3 საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1771 ეკო-მართვა

როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს
  2. 2 ქვეითთა გადასასვლელებთან არსებულ "სდექ" ხაზებთან გაჩერების დროს
  3. 3 შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერების დროს
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Pratik bölüm

Sınav güzergâhları — tam olarak sınav görevlisinin sürdüğü gibi

10 şehirde 48 gerçek sınav güzergâhı, toplam 623 km. Her dönüş ve durak harita üzerinde, sesli yönlendirmeyle.

  • Tüm güzergâhlar haritada
  • Gerçek yolda GPS modu
  • Hız ayarlı alıştırma modu
  • Hem sitede hem uygulamada

Tek seferlik ödeme, otomatik yenileme yok — Gürcistan Bankası'nın güvenli sayfasında kartla.