რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
- 1 მხოლოდ მარჯვნივ
- 2 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
- 4 ყველა მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.