ბილეთი #1049

ბილეთი #1049 საავარიო შუქური სიგნალიზაცია

ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები
  2. 2 დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.