ბილეთი #1241

ბილეთი #1241 დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
ბილეთი #1241 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ:

  1. 1 ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
  2. 2 ნიშნიდან 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
  3. 3 იწყება ორმხრივმოძრაობიანი გზის მონაკვეთი და 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშნები) 2.5 პუნქტის თანახმად, 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.