გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
- 1 მხოლოდ C მიმართულებით
- 2 მხოლოდ B მიმართულებით
- 3 როგორც A და B, ასევე C მიმართულებით
- 4 მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.7 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.7 წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით - აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.