რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს მისაბმელიანი „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში გზის ამ მონაკვეთზე?
- 1 90 კმ/სთ სიჩქარით
- 2 80 კმ/სთ სიჩქარით
- 3 70 კმ/სთ სიჩქარით
- 4 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.