ბილეთი #312

ბილეთი #312 გასწრება და შემხვედრის გვერდის ავლა
ბილეთი #312 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ სატრასპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მობუქსირე მოტოციკლს დაწყებული აქვს დაბრკოლების შემოვლა?

  1. 1 მხოლოდ მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს
  2. 2 როგორც მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან შემოვლას. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.