ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა?
- 1 მხოლოდ გზაჯვარედინზე
- 2 მხოლოდ ავტომაგისტრალზე
- 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
- 4 მხოლოდ გვირაბში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის თანახმად: 15. „ბ“ აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება გვირაბში; 16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.