მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:
- 1 ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
- 2 არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
- 3 ანიჭებს უპირატესობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.