მარეგულირებელი დგას ავტომობილისაკენ მარჯვენა გვერდით, ხელები ჩამოშვებული აქვს. მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი:
- 1 უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა
- 2 ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
- 3 ვალდებულია შეანელოს მოძრაობა და გაჩერდეს
- 4 ვალდებულია გაჩერდეს ნახევარშლაგბაუმამდე, არა ნაკლებ 5 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.