რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?
- 1 მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
- 2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- 3 როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.