ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
- 1 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
- 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
- 3 საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
- 4 ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.