ბილეთი #965

ბილეთი #965 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები დაყენებულ უნდა იყოს:

  1. 1 ისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ
  2. 2 მძღოლის შეხედულების მიხედვით
  3. 3 ისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს საგაბარიტო სინათლეების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე დაბალი წერტილის ქვემოთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.