გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

39 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ახლო/შორი განათება, ნისლის ფარები, გაბარიტები, ხმოვანი სიგნალი.

ბილეთი #973 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:

  1. 1 ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე
  2. 2 დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
  3. 3 ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.
ბილეთი #974 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:

  1. 1 თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი
  2. 2 წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
  3. 3 წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი.
ბილეთი #975 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:

  1. 1 წითელი ფერის
  2. 2 თეთრი ფერის
  3. 3 ყვითელი ფერის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.
ბილეთი #977 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:

  1. 1 300 მეტრის მანძილზე
  2. 2 150 მეტრის მანძილზე
  3. 3 200 მეტრის მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.
ბილეთი #979 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:

  1. 1 როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
  2. 2 თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
  3. 3 საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.
ბილეთი #981 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.
ბილეთი #983 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:

  1. 1 დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
  3. 3 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
ბილეთი #984 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?

  1. 1 დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
ბილეთი #986 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:

  1. 1 მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
  2. 2 ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ბილეთი #988 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:

  1. 1 მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.
ბილეთი #1034 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #1035 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #1306 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:

  1. 1 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
  2. 2 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.
ბილეთი #1314 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?

  1. 1 ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
  2. 2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
  3. 3 შორი ნათების ფარები
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.
ბილეთი #1725 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?

  1. 1 მხოლოდ საბურავების
  2. 2 მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
  3. 3 მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
კანონის ახსნა
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
ბილეთი #1726 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?

  1. 1 ავტომობილის საერთო სიგრძე
  2. 2 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
  3. 3 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
  4. 4 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
კანონის ახსნა
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.
ბილეთი #1729 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?

  1. 1 პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
  2. 2 ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
  3. 3 მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
  4. 4 კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
ბილეთი #1730 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:

  1. 1 მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
  3. 3 მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  4. 4 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
კანონის ახსნა
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.
ბილეთი #1737 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?

  1. 1 დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
  2. 2 დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
  3. 3 უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
კანონის ახსნა
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.