ბილეთების სრული სია

1085 ოფიციალური ბილეთი — C კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #2 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #2 — სიტუაციის სურათი

ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას გზა დაუთმოს ქვეითებს?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას ან გზიდან ასეთ ტერიტორიაზე შესვლისას გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს.
ბილეთი #10 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #10 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მობრუნების მანევრი შეასრულოს:

  1. 1 როგორც A, ასევე B მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ B მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.3 „წრიული მოძრაობა” - რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
ბილეთი #14 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #14 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
ბილეთი #20 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #20 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ვალდებული, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზა დაუთმოს ქვეითებს?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  4. 4 სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით, არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდნეს და გაატაროს ქვეითები.
ბილეთი #23 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #23 — სიტუაციის სურათი

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
ბილეთი #31 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი, უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს.
ბილეთი #32 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი საქმიანობა იკრძალება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე?

  1. 1 მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა
  2. 2 მხოლოდ რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა)
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საქმიანობა
  4. 4 მხოლოდ გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა) ��1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ��) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
ბილეთი #34 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი საქმიანობა იკრძალება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე:

  1. 1 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება
  4. 4 მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა ��) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
ბილეთი #35 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #35 — სიტუაციის სურათი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რომელი ავტომობილების მძღოლებმა შეიძლება გააგრძელონ მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
  2. 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
  3. 3 სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.
ბილეთი #36 მოძრაობის უსაფრთხოება

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:

  1. 1 როგორც გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი), ასევე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
  3. 3 მხოლოდ გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვენი შემდეგი საქმიანობა: ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
ბილეთი #37 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #37 — სიტუაციის სურათი

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ - საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175მ X 0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არა ნაკლებ 0,01 მ-ის სიგანის შტრიხებით. ასოები დაიტანება შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღთქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.
ბილეთი #39 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #39 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 ყვითელი და ლურჯი ავტომობილების მძღოლებმა
  2. 2 ყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა
  3. 3 სატვირთო, ყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.
ბილეთი #40 მოძრაობის უსაფრთხოება

საგზაო მოძრაობის მონაწილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:

  1. 1 როგორც თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზებზე, ასევე გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
  2. 2 მხოლოდ გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
  3. 3 მხოლოდ თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე; გ) გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.
ბილეთი #43 მოძრაობის უსაფრთხოება

საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:

  1. 1 მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
  2. 2 მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
  3. 3 მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
ბილეთი #46 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #46 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 არც ერთი სატრანსორტო საშუალების მძღოლმა
  2. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლმა
  3. 3 ტრამვაის მძღოლმა
  4. 4 მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
ბილეთი #48 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #48 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. 3 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
  4. 4 არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც.
ბილეთი #52 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #52 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მწვანე ავტომობილის მძღოლი
  2. 2 ყვითელი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 თეთრი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 წითელი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისათვის - მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.
ბილეთი #56 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
ბილეთი #57 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:

  1. 1 მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება
  2. 2 აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
ბილეთი #58 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით ან დაყრით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზის გამო დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს ამ შეზღუდვის ან საფრთხის აცილებისათვის აუცილებელი ზომების მიღებას, მან უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით, ამასთან იგი ვალდებული არ არის აღნიშნული შეზღუდვის ან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები
  2. 2 უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დროული გაფრთხილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.