მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

62 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ზოლის შეცვლა, მოხვევა, უკუსვლა და ავტომობილის სწორი განლაგება.

ბილეთი #449 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა.
ბილეთი #455 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #455 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ ტრაქტორის მძღოლს
  3. 3 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  4. 4 მხოლოდ კვადროციკლის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტებში მოძრაობა ნებადართულია T და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #462 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #462 — სიტუაციის სურათი

დასახლებულ პუნქტში სამარშუტო ავტობუსის მძღოლი იწყებს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, უნდა:

  1. 1 შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
  2. 2 როგორც უპირატესობის მქონემ, სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
ბილეთი #464 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #464 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება, დაუსახლებელ პუნქტში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იწყებს გამოსვლას გასაჩერებელი პუნქტიდან?

  1. 1 სამარშრუტი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბილეთი #468 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #468 — სიტუაციის სურათი

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი -მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება.
ბილეთი #489 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #489 — სიტუაციის სურათი

რომელი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი დასახლებულ პუნქტში იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან?

  1. 1 ავტობუსის მძღოლს
  2. 2 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
ბილეთი #502 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #502 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლების მძღოლებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
ბილეთი #544 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #544 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
  2. 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  3. 3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  4. 4 მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბილეთი #564 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბილეთი #572 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს:

  1. 1 იატაკიდან 0,2–0,3 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,5 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
  2. 2 იატაკიდან 0,3–0,5 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.
ბილეთი #578 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანისას, მგზავრობის წინ მძღოლმა:

  1. 1 უნდა შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
  2. 2 თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება ძარაზე არსებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ფეხზე მდგომ მგზავრებს ძარაზე განლაგების წესის შესახებ
  3. 3 მგზავრებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ, ამასთან მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი¬ლე¬ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ¬ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
ბილეთი #589 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #589 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ის მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართული C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დადგენილი წესით, ძარით მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში, ყველა გზაზე არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #591 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #591 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 70 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 ორს
  2. 2 ერთს
  3. 3 სამს
  4. 4 არცერთს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე; საბუქსირო მოწყობილობაზე არ არის ალმები და მგზავრების გადაყვანა საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარათი.
ბილეთი #943 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:

  1. 1 აღემატება 3,50 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 4,30 მეტრს
  2. 2 აღემატება 4,30 მეტრს
  3. 3 აღემატება 2,30 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,50 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.
ბილეთი #944 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

გარდა ავტომზიდისა ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:

  1. 1 აღემატება 3 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,70 მეტრს
  2. 2 აღემატება 4 მეტრს
  3. 3 აღემატება 2 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.
ბილეთი #945 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი სიგძე:

  1. 1 ყველა შემთხვევაში - აღემატება 12 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 20 მეტრს
  2. 2 ავტომატარებელის შემთხვევაში - აღემატება 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -აღემატება 12 მეტრს
  3. 3 ავტომატარებელის შემთხვევაში - არ აღემატება 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - არ აღემატება 12 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.
ბილეთი #950 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
  2. 2 საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ბილეთი #951 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:

  1. 1 არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
  2. 2 არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბილეთი #1048 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

  1. 1 გვირაბში
  2. 2 რკინიგზის გადასასვლელზე
  3. 3 გზაჯვარედინზე
  4. 4 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
ბილეთი #1058 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

აკრძალულია თუ არა გზაზე იმ ორი ან ორზე მეტი წამყვანღერძიანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის, თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ თითოეულ ღერძზე დატვირთვა არ აღემატება 12,5 ტონას
  2. 2 აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ იგი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.