შუქნიშნის სიგნალები

42 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ფერების და ისრების მნიშვნელობა, მოციმციმე რეჟიმები, რევერსული შუქნიშანი.

ბილეთი #1604 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1604 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ მეორე ტრამვაის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
  2. 2 მხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლების მიმართ
  3. 3 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ბილეთი #1649 შუქნიშნის სიგნალები

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
  2. 2 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
კანონის ახსნა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.