მოძრაობის უსაფრთხოება

129 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1689 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. 1 მიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან
  2. 2 ტვირთის გამოგზავნის დღიდან
  3. 3 ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.
ბილეთი #1690 მოძრაობის უსაფრთხოება

განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:

  1. 1 ორ წელს
  2. 2 სამ წელს
  3. 3 ერთ წელს
  4. 4 ხუთ წელს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.
ბილეთი #1691 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. 1 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს
  2. 2 გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
  3. 3 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.
ბილეთი #1692 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:

  1. 1 მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის
  2. 2 ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის.
ბილეთი #1693 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.
ბილეთი #1694 მოძრაობის უსაფრთხოება

ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?

  1. 1 არ არის ბათილი
  2. 2 ბათილია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 708-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.
ბილეთი #1696 მოძრაობის უსაფრთხოება

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

  1. 1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
  2. 2 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
  3. 3 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
კანონის ახსნა
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
ბილეთი #1697 მოძრაობის უსაფრთხოება

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

  1. 1 ისე, როგორც რეალურადაა
  2. 2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  3. 3 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1727 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

  1. 1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
  2. 2 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
  3. 3 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
  4. 4 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
კანონის ახსნა
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.