„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
ბილეთში გამოყენებული ნიშანი
6.10. დასვენების ადგილიდასვენების ადგილის ნიშანი
5.24.1. დასახლებული პუნქტის დასასრულიმიუთითებს შესაბამისად 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.
5.3. საავტომობილო გზაგზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.