მოძრაობის სიჩქარე

21 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

დასაშვები სიჩქარე დასახლებულ პუნქტში, გარეთ და ავტომაგისტრალზე.

ბილეთი #227 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #227 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა „C1“ ქვეკატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ იგი მოძრაობს 70 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.
ბილეთი #235 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #235 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?

  1. 1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
  2. 2 მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები
  3. 3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #237 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #237 — სიტუაციის სურათი

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს „CE“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობას განაგრძობს 70 კმ/სთ სიჩქარით გზის ამ მონაკვეთზე?

  1. 1 დაარღვევს
  2. 2 არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია, „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 7.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.„რეკომენდებული სიჩქარე“ − მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.
ბილეთი #243 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #243 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 70 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 90 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #245 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #245 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრავი „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი?

  1. 1 არღვევს
  2. 2 არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.
ბილეთი #248 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #248 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

  1. 1 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 90 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4 70 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #251 მოძრაობის სიჩქარე

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
  2. 2 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
  3. 3 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  4. 4 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ბილეთი #259 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #259 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

  1. 1 70 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 80 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 110 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, მოძრაობა ნებადართულიად C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისა, ავტომგისტრალებზე - არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #354 მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 30 მკ/სთ სიჩქარით
  2. 2 40 მკ/სთ სიჩქარით
  3. 3 20 მკ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #380 მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 60 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 არა უმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში
  3. 3 40 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში.
ბილეთი #381 მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

  1. 1 არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით
  2. 2 60 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 40 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით.
ბილეთი #446 მოძრაობის სიჩქარე

ავტომაგისტრალებზე, ასევე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე, უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე იკრძალება იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:

  1. 1 90 კმ/სთ-ს
  2. 2 40 კმ/სთ-ს
  3. 3 110 კმ/სთ-ს
  4. 4 60 კმ/სთ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).
ბილეთი #540 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #540 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?

  1. 1 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 60 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 80 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #824 მოძრაობის სიჩქარე

ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
  2. 2 გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
  3. 3 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #898 მოძრაობის სიჩქარე

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
  2. 2 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
  3. 3 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
ბილეთი #936 მოძრაობის სიჩქარე

საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:

  1. 1 მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
  2. 2 მხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
  3. 3 ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი” უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.
ბილეთი #971 მოძრაობის სიჩქარე

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით, სავალდებულოა:

  1. 1 ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა
  2. 2 მხოლოდ უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა
  3. 3 მხოლოდ წინა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.
ბილეთი #972 მოძრაობის სიჩქარე

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ჩაირთოს:

  1. 1 ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  3. 3 შორი განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.
ბილეთი #990 მოძრაობის სიჩქარე

დასაშვებია თუ არა სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე და მათი მისაბმელებზე, წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით ჩართული იქნას ახლო განათების, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები?

  1. 1 დაუშვებელია
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები.
ბილეთი #998 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #998 — სიტუაციის სურათი

რომელი გარე სანათი ხელსაწყოები უნდა ჩართოს ავტომობილის მძღოლმა განათებულ გვირაბში მოძრაობისას?

  1. 1 საგაბარიტო სინათლეები
  2. 2 საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 არცერთი
  4. 4 შორი ან ახლო განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები, მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.