ბილეთების სრული სია

1073 ოფიციალური ბილეთი — C1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1780 ეკო-მართვა

რა შედეგი მოჰყვება შიგაწვის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების ძრავის მაღალი ბრუნვის სიჩქარით მართვას?

  1. 1 გაუმჯობესდება ძრავის გაგრილება
  2. 2 გაიზრდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა
  3. 3 შემცირდება ხმაურის დონე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1781 ეკო-მართვა

რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?

  1. 1 კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
  2. 2 კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
  3. 3 კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1782 ეკო-მართვა

როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?

  1. 1 მაღალი სიჩქარით მოძრაობით
  2. 2 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
  3. 3 ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1783 ეკო-მართვა

როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?

  1. 1 საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
  2. 2 საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
  3. 3 გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1784 ეკო-მართვა

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?

  1. 1 საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
  2. 2 მინების დაკეტვა
  3. 3 მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1785 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?

  1. 1 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
  2. 2 მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
  3. 3 სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1786 ეკო-მართვა

რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?

  1. 1 ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება
  2. 2 მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1787 ეკო-მართვა

სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე
  2. 2 საბარგულში
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1788 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?

  1. 1 გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
  2. 2 დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
  3. 3 მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1789 ეკო-მართვა

რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?

  1. 1 ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
  2. 2 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
  3. 3 რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1790 ეკო-მართვა

დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:

  1. 1 ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
  2. 2 გავთიშავთ ანთების სისტემას
  3. 3 ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1791 ეკო-მართვა

მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:

  1. 1 მეტი საწვავის მოხმარებას
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
  3. 3 ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1792 ეკო-მართვა

რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
  2. 2 ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
  3. 3 ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.