Tam soru listesi

1073 resmî soru — C1 kategorisi, doğru cevap ve kanun açıklamasıyla.

Soru #1760 ეკო-მართვა

მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?

  1. 1 მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
  2. 2 გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1761 ეკო-მართვა

როგორ უნდა ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება გარემოს დაცვის მიზნით?

  1. 1 შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით და შუქნიშანთან დავამუხრუჭოთ დროულად
  2. 2 როდესაც შუქნიშანი გადავა მწვანე ფერის რეჟიმზე, სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად ავაჩქაროთ
  3. 3 შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაჩერებისას პერიოდულად დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1762 ეკო-მართვა

ქალაქში, პიკის საათში მოძრაობისას რატომ იზრდება საწვავის მოხმარება დროის სხვა მონაკვეთთან მოძრაობასთან შედარებით?

  1. 1 იმიტომ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა უფრო ხშირად გვიწევს მაღალ გადაცემებზე
  2. 2 იმიტომ, რომ სატრანსპოროტ საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას მივმართავთ უფრო ხშირად
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1763 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ ნაკლები საწვავით მეტი მანძილის გავლას?

  1. 1 გადაცემათა გადართვისას ყველა გადაცემაზე მივაღწევთ ძრავის მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვს
  2. 2 გავზრდით აჩქარებას, რომ ყველაზე მაღალ გადაცემას მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად
  3. 3 წინასწარ დავგეგმავთ მოძრაობას , რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი დამუხრუჭება ან აჩქარება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1764 ეკო-მართვა

რისი დახმარებით მიიღწევა საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება?

  1. 1 შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით სარგებლობით ან ქვეითად მოძრაობით
  2. 2 უწყვეტ ნაკადში მოძრაობის დროს იძულებითი გაჩერებებისას სატრანსპორტო საშუალების მაღალი გადაცემებით დაძვრით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების შეძენისას დიდი სიმძლავრის სატრანსპორტო საშუალებისთვის უპირატესობის მინიჭებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1765 ეკო-მართვა

გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ:

  1. 1 მოძრაობა ქალაქის გარეუბნებში
  2. 2 მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1766 ეკო-მართვა

როგორ მივაღწევთ საწვავის ეფექტურ ხარჯვას და გამონაბოლქვის შემცირებას?

  1. 1 დაბალ გადაცემაზე დაბალი სიჩქარით მოძრაობით
  2. 2 თითოეულ გადაცემაზე მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით
  3. 3 საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შენარჩუნებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1767 ეკო-მართვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?

  1. 1 დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ მაღალ გადაცემაზე
  2. 2 დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ დაბალ გადაცემაზე
  3. 3 დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1768 ეკო-მართვა

რა უპირატესობა აქვს დაბალი სიბლანტის მქონე ძრავის ზეთების გამოყენებას?

  1. 1 ზეთის სავალდებულო გამოცვლამდე იზრდება სატრანსპორტო საშუალების გარბენი
  2. 2 მცირდება მოხმარებული საწვავის რაოდენობა
  3. 3 შესაძლებელია მათი განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1769 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?

  1. 1 სალონში განთავსებული ელექტრომოწყობილობების ჩართვით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით
  3. 3 მთელი წლის განმავლობაში ზამთრის საბურავებით მოძრაობით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1770 ეკო-მართვა

როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?

  1. 1 საბურავებში მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჰაერის წნევა
  2. 2 საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში
  3. 3 მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმოძრაოთ ზამთრის საბურავებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1771 ეკო-მართვა

როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?

  1. 1 შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერების დროს
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს
  3. 3 ქვეითთა გადასასვლელებთან არსებულ "სდექ" ხაზებთან გაჩერების დროს
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1772 ეკო-მართვა

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის მატებას?

  1. 1 მაყუჩის გაუმართაობა
  2. 2 ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის მაღალი დონე
  3. 3 საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1773 ეკო-მართვა

რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?

  1. 1 შესაძლოა დაზიანდეს საქარე მინა
  2. 2 სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1774 ეკო-მართვა

რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა
  2. 2 ყველა გადაცემაზე ვიმოძრაოთ ძრავის მაღალი ბრუნვათა რიცხვით
  3. 3 როდესაც გვიწევს მოცდა დიდი ხნის განმავლობაში, გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ძრავი ვამუშაოთ უქმ სვლაზე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1775 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?

  1. 1 დაძვრამდე რამდენჯერმე დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს, რათა ძრავის ტემპერატურამ დროულად მიაღწიოს დადგენილ ნორმას
  2. 2 დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1776 ეკო-მართვა

რა შედეგი მოჰყვება ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობას?

  1. 1 იზრდება სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა
  2. 2 იზრდება საბურავების ცვეთა
  3. 3 მცირდება სამუხრუჭე მანძილი
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1777 ეკო-მართვა

სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება, გარემო რომ არ დავაზიანოთ?

  1. 1 მდინარის ან წყალსაცავის ნაპირას
  2. 2 საავტომობილო პარკირების ადგილას
  3. 3 ავტოსამრეცხაოში
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1778 ეკო-მართვა

რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?

  1. 1 ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება
  2. 2 ნავიგაციის მოწყობილობის გამოყენება
  3. 3 აუდიომოწყობილობის გამოყენება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1779 ეკო-მართვა

რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?

  1. 1 მინების ჩაწევა
  2. 2 რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე ბენზინის გამოყენება
  3. 3 ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Pratik bölüm

Sınav güzergâhları — tam olarak sınav görevlisinin sürdüğü gibi

10 şehirde 48 gerçek sınav güzergâhı, toplam 623 km. Her dönüş ve durak harita üzerinde, sesli yönlendirmeyle.

  • Tüm güzergâhlar haritada
  • Gerçek yolda GPS modu
  • Hız ayarlı alıştırma modu
  • Hem sitede hem uygulamada

Tek seferlik ödeme, otomatik yenileme yok — Gürcistan Bankası'nın güvenli sayfasında kartla.