ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად, სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება:
- 1 ნებისმიერ შემთხვევაში
- 2 არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას
- 3 მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ ნარინჯისფერ ან ყვითელ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.