მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:
- 1 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
- 2 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
- 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
- 4 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.